ანგარიშის წაშლა
აპლიკაცია „ჭკვიანი ბაჭია“ (კუნძული). ანგარიშის წაშლა შეგიძლიათ თავად, აპლიკაციიდან, ან მოგვწეროთ — ორივე გზა ერთსა და იმავე შედეგს იძლევა.
1. აპლიკაციიდან
- შედით მშობლის ანგარიშით.
- გახსენით პარამეტრები (მშობლის ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხე).
- აირჩიეთ ანგარიშის წაშლა და დაადასტურეთ პაროლით.
წაშლა მყისიერია. პაროლს იმიტომ ვითხოვთ, რომ ეს ერთადერთი ღილაკია აპლიკაციაში, რომელიც ბავშვმა ან სხვისმა ხელმა არ უნდა დააჭიროს.
2. თუ აპლიკაცია წაშლილი გაქვთ ან ვერ შედიხართ
მოგვწერეთ support@digitalmarketing.ge იმ ელ. ფოსტიდან, რომლითაც ანგარიში დარეგისტრირდა. მოთხოვნას 30 დღეში შევასრულებთ და შესრულებას წერილობით დაგიდასტურებთ.
რა იშლება
- მშობლის ანგარიში: ელ. ფოსტა, სახელი, გვარი, პაროლის ჰეში, PIN-ის ჰეში.
- ბავშვის პროფილი: სახელი, კლასი, ავატარი, კუნძულის სახელი.
- სწავლის მთელი ისტორია: გავლილი გაკვეთილები, პასუხები, ვარსკვლავები, გაცდენები.
- კუნძულის ყველაფერი: სახლი, ავეჯი, ცხოველები, ტანსაცმელი, ნაყიდი ნივთები და თამაშის დრო.
წაშლა შეუქცევადია. მონაცემები არქივში არ გადადის და აღდგენა შეუძლებელია. სარეზერვო ასლებში ჩანაწერი 14 დღეში ქრება, რადგან ასლები ამ ვადაზე მეტს არ ინახება.
ვინ არის პასუხისმგებელი
ინდივიდუალური მეწარმე პაპუნა წერეთელი, საიდენტიფიკაციო ნომერი 54001061134, საქართველო. კონფიდენციალურობის პოლიტიკა.